ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება. ნოემბრის დასაწყისში მარადონას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა. ფიფას ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიეგო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორ სეტში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი, რომელიც გერმანიას წარმოადგენს, და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დომინიკ ტიმს შეხვდება. სერბმა 6-3 მოიგო პირველის სეტი, მეორეში კი ტაი ბრეიკზე 7-4 გაიმარჯვა. ნახევარფინალის საგზური ესპანელმა რაფაელ ნადალმაც მოიპოვა, რომელმაც გუშინ სამ სეტში 6-4 4-6 6-2 დაამარცხა სტეფანოს ციციპასი. ფინალის საგზურისათვის ესპანელი რუს დანილ მედვედევს შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან […]

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. „დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ ჩვენი რამდენიმე აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ვართ მათთან […]

საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ფინალისტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბმა ჯოკოვიჩმა ბერძენი სტეფანოს ციციპასის 5 სეტში 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს მესამე სეტში მატჩ პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა. ჯოკოვიჩი ფინალიში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელიც რონალ გაროსის ფინალში მეცამეტედ […]

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდა და ანგარიშით 1:0 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები ფინალში გავიდნენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში გავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ჟოზე მოურინიოს მიერ მომზადებული „დეზები“ დედაქალაქის კიდევ ერთ გუნდს „ჩელსის“ შეხვდნენ და თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ გამართულ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმების სერიაში კი „ტოტენჰემმა“ 5:4 გაიმარჯვა. „არისტოკრატების“ შემადგენლობაში ერთადერთი პენალტი მეისონ მაუნტმა გააფუჭა და […]

„ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური […]

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა. სუპერთასი მიუნხენელებმა მეორედ მოიგეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ტომას მიულერი […]

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება. კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგში“ 1997 წელს, 12 წლის ასაკში ჩაირიცხა, მთავარი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი კი 2002 წლის 14 აგვისტოს „ინტერის“ წინააღმდეგ გამართა. Academia Cristiano Ronaldo-ს გახსნის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს მომავალში შედგება.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

იანვარი 2021
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კატეგორიები

არქივი