სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით. 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლისა […]

ქუთაისში დაჭრილი 20 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭი რესტორან “პალადიუმის” მიმდებარედ დაჭრეს, ინცინდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება რესტორანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ერთ სუფრასთან ისხდნენ. ჩხუბში დაახლოებით ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. ექიმის თქმით, პაციენტს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, დანით აქვს […]

საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისი ტელეფონიდან და იუთუბ-არხიდან მოპოვებული ვიდეომასალა საკამაოდ მძიმე საყურებელი და […]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება […]

პენიტენციარული სამსახური ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე პატიმარს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება სიცრუეა. „2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. […]

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ლ.ჯ.-მ უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების […]

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა […]

აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაყწობე ფართის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, […]

 გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს. რას უკავშირდება ხომასურიძის დაკავება უცნობია.   ხომასურიძის დაკავების ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში სდაუდასტურეს, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება. სხდომაზე ბრალდებულთა ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ იმ ვიდეომასალის რელევანტურობაზე, რომელიც საპატიმროებშია გადაღებული. წინასასამართლო პროცესზე ასევე წარმოდგენილი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც, როგორც ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას გამორიცხავს. 19 ივნისს, დაახლოებით […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი