ბრიტანეთს გერმანიიდან „მთვრალი“ კრაზანები შეესივნენ

ბრიტანეთს გერმანიიდან „მთვრალი“ კრაზანების საშიში სახეობა შეესია, რომლებიც ადამიანებს უმიზეზოდ კბენენ. ამის შესახებ Daily Star წერს .

გამოცემის ცნობით, კრაზანების გავრცელების მიზეზი ცხელი, უნალექო ზაფხული გახდა. ამ ფონზე კრაზანა მწიფე ხილს ეტანება და საკვებიდან სითხეს იღებს. ამის გამო მწერები კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ და კრაზანების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, მეცნიერების გათვლებით, „მთვრალი“ კრაზანების რაოდენობა სავარაუდოდ 200 მილიონს აღწევს. ამის გარდა რეგიონში კიდევ 250 მილიონი ჩვეულებრივი კრაზანა ბინადრობს.

მწერებთან ბრძოლის კომპანიის ხელმძღვანელი პოლ ბეიტსი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მწერების აქტივობის პიკია. „მდედრმა კრაზანებმა კვერცხის დება დაასრულეს და ამიტომ სხვა კრაზანებმა, რომლებიც დედებზე ზრუნავდნენ ბუდეები დატოვეს“, – ამბობს ბეიტსი.

სპეციალისტი ბრიტანეთის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

Next Post

თუთიყუშმა Beyonce-ს ჰიტი If I Were A Boy შეასრულა

ორშ სექ 7 , 2020
თუთიყუშმა ჩიკომ, რომელიც ინგლისის ქალაქ ბოსტონში, ველური ბუნების პარკში ბინადრობს, Beyonce-ს ჰიტი If I Were A Boy შეასრულა. ვიდეო პარკის თანამშრომლებმა გადაიღეს და Instagram-ზე ატვირთეს. მათი განცხადებით, ჩიკოს რეპერტუარში ასევე ლედი გაგას Poker Face და კეტი პერის Firework-ი შედის. ჩიკო 9 წლისაა, თუმცა ველური ბუნების პარკში ის წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა. […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი