ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 044 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 044 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 439 013 შემთხვევა გამოვლინდა, 42 001 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

ნაზი ჯანეზაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა

ორშ სექ 28 , 2020
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის იდეა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, ანუ, მე. გვრიტიშვილის ეს არგუმენტი იყო სხდომაზე გაჟღერებული, – ამის შესახებ ჯანეზაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი