ბატონი ბიძინა დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ამაზე ნუ ღელავთ — გახარია

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში”, — ასე უპასუხა პრემიერმინსიტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, სად არის მათი პარტიის ლიდერი და რატომ არ ერთვება საარჩევნო კამპანიაში.

“იღებს მონაწილეობას და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ამაზე ნუ ღელავთ”, — განაცხადა გახარიამ.

მმართველი გუნდის ლიდერი კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებასთან და მედიასთან არ გამოჩენილა. საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ის მედიის გარეშე იმოფებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის დასათვალიერებლად და შეხვდა რამდენიმე სასულიერო პირს, რომელთაც ეკლესიების აშენებას დაპირდა.

ასევე, ივანიშვილი დაესწრო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას, თუმცა მედიასთან არ უსაუბრია. მმართველმა პარტიამ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ პარტიის ლიდერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტებიან.

Next Post

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

შაბ აგვ 22 , 2020
კალიფორნიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა.. ძლიერი დაკვამლიანების გამო ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა და დროებით თავშესაფარში გადასულიყო. ცეცხლმა შტატში ასობით შენობა გაანადგურა და კიდევ ათასობით მათგანს საფრთხე ემუქრება. შტატში ხანძრის ჩაქრობას 10 […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი