ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 კოვიდინფიცირებული დაემატა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 ახალი ინფიცირებული დაემატა. ამ დროისთვის კლინიკაში 144 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 პაციენტის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება

პარ სექ 25 , 2020
ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა. ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის ოჯახებს შეხვდა და შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა ნოემბრის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი