ბათუმის კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა

ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები კლინიკის ექთნები არიან.

ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID19-ით ინფიცირებული 141 პაციენტი გადის მკურნალობას.

„შემოვიდა 22 ახალი პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული. დღეს დილისთვის იმყოფება 141 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 9 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი ხუთის კი საშუალო სიმძიმისაა“, – აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

დღეიდან პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ნარკოლოგიურ ცნობას დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არჩევის შემთხვევაში წარადგენენ

ოთხ სექ 16 , 2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი