აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხება დაარღვიეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა.

თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

ერევანის მტკიცებთ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო დანაყოფები საზავო შეთანხმების პირობებს მკაცრად იცავენ და ოფიციალური ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.

ზავის რეჟიმი მთიან ყარაბაღში დღეს 08.00-დან ამოქმედდა.

Next Post

ირაკლი ხახუბია ხობელ პედაგოგებს შეხვდა

ორშ ოქტ 26 , 2020
საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ხობელ პედაგოგებთან.სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება მათი გუნდისთვის პრიორიტეტულია. „პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი