ავსტრიაში დააკავეს ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა

ავსტრიის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ვენაში მცხოვრებმა 31 წლის ქალმა დილით, 5:20 საათზე პოლიციას დაურეკა და თქვა, რომ შვილები დახოცა და თავის მოკვლას აპირებდა. ერთი ბავშვი 9 წლის, მეორე 3-ის, ყველაზე პატარა კი 8 თვის იყო.

პოლიციელებს ადგილზე ორი ბავშვის ცხედარი დახვდათ, მესამე, უფროსი ბავშვი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ქალს თვითდაზიანებები აღენიშნება.

Next Post

„ქართულმა ოცნებამ“ წალენჯიხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა

შაბ ოქტ 17 , 2020
„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” წალენჯიხაში, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.მხარდამჭერებს კანდიდატი პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა წარუდგინეს. ალექსანდრე მოწერელიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რასაც ამ მიმართულებით სახელმწიფო ახორციელებს. „წალენჯიხაში ეკონომიკის წამყვანი დარგები ყოველთვის […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი