ავჭალაში მკვლელობა მოხდა

ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე შუახნის კაცი ავტომობილში მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ადგილობრივების თქმით, მათ 6 გასროლის ხმა გაიგეს.

ცხედარი ჯერჯერობით ისევ „კიას“ მარკის ავტომობილშია და არ გადაუსვენებიათ.

შსს-ს წარმომადგენელის თქმით, პირი, ვისაც ესროლეს გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა. კახა მურადაშვილის განცხადებით, უწყება გარდაცვლილის ვინაობის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

„გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებით განცხადებებს მოგვიანდებით გავავრცელებთ. ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას“ – აცხადებს კახა მურადაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Next Post

აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ორშ ოქტ 26 , 2020
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხება დაარღვიეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა. თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს. ერევანის მტკიცებთ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი