ავადმყოფი პინგვინი სხვა პინგვინებზე ანიმაციას უყურებს, მარტოობა რომ არ იგრძნოს

როცა თავს შეუძლოდ გრძნობთ, ყველაზე კარგი გამოსავალი სახლში დარჩენა და ტელევიზორის ყურებაა.

ასე იქცევა ერთ-ერთი ავსტრალიელი პინგვინიც.

პიერი, რომელიც პერთის ზოოპარკში გადის რეაბილიტაციის კურსს, სამხრეთდასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე იპოვეს. მისი მომვლელის, ჯორდენ ტეოს, განცხადებით, მან რეკორდულად დიდი მანძილი დაფარა ინდოეთის ან სამხრეთ ოკეანის გავლით, რათა ავსტრალიაში ჩასულიყო.

ზოოპარკში მიყვანისას, აღმოჩნდა, რომ პიერის ქურქი დაზიანებულიყო და ბუმბულის გაცვენის გამო წყალგაუმტარი აღარ იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი ველურ ბუნებაში მაშინვე ვერ დაბრუნდებოდა.

პიერი ზოოპარკში უკვე ერთი თვეა, რაც იმყოფება და ამ დროის განმავლობაში, სანამ პატარა პინგვინი მკურნალობდა, ზოოპარკის ვეტერინარების გუნდმა მისი გახალისება გადაწყვიტა. ამიტომ მათ პიერს iPad-ის საშუალებით ანახეს დოკუმენტური ფილმები კანზასის, აშშ-ის და ედინბურგის ზოოპარკებში მცხოვრებ პინგვინებზე.

გარდა ეკრანზე ნანახი ფილმებისა, ტეოს თქმით, პიერს საკუთარი თავის სარკეში დანახვაც მოსწონს.

იგი ასევე დიდი ფანია ანიმაციურ სერიალ პინგუსი, რომელიც პინგვინების ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

“როგორც ვიდეოებში ხედავთ, პიერს მართლა მოსწონს iPad-ში სხვადასხვა ფილმების ყურება”, — ამბობს ტეო, — “ძალიან ცნობისმოყვარეა და მკურნალობის პერიოდში შეთავაზებული გასართობი აქტივობებითაცაა დაინტერესებული”.

ტეოს თქმით, პინგუ პიერის ერთ-ერთი საყვარელი საყურებელია, მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით, იგი ვერ აცნობიერებს, თავისნაირებს რომ უყურებს.

“პინგვის ყურებისას იგი უფრო ფერსა და მოძრაობას აკვირდება და ალბათ ნაკლებად აიგივებს თავს თიხისგან გამოძერწილ პერსონაჟებთან”, — დასძენს ტეო, — “ჩვენ დიდ დროს ვატარებთ, რათა გამოჯანმრთელების პროცესში მრავალფეროვანი გართობის საშუალება ჰქონდეს. გართობა ყველა ცხოველისთვის მნიშვნელოვანია, მისი საშუალებით ხდება წახალისება და გრძნობების სტიმულირება. ამასთან, ამ გზით ყველაზე უკეთ ვზრუნავთ მათზე.

პიერი ავსტრალაზიის ზოოპარკებში თავისი სახეობის ერთადერთი წარმომადგენელია.

როგორც ტეო აცხადებს, ამჟამად იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ კოლეგებთან მუშაობს, რათა, როცა მკურნალობის კურსს მორჩება, პიერმა თავისი სახეობის პინგვინებთან ერთად იცხოვროს.

მანამდე კი, პინგუს ბევრი სერია კვლავ საყურებელი აქვს.

Next Post

ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სკოლის პედაგოგებს შეეხვდა

სამ სექ 8 , 2020
„ქართული-ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს. ის წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა. „დღეს განსაკუთრებულად ემოციური დღეა ჩემთვის. წლების შემდეგ პირველად შევხდი მარტვილში ჩემი სკოლის დირექტორს და ჩემი ისტორიის მასწავლებელს, ბატონ გურამ გალდავას. დღევანდელ შეხვედრაზე ვრცლად ვისაუბრეთ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის პანდემიის […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი