საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. […]

თბილისის მეტროს მეორე ხაზმა მუშაობა სრულად განაახლა. ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები ვერ ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა შეფერხება უკვე აღმოფხვრეს.

კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 2 ახალი შენობა გაიხსნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან […]

ცესკო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს. სავარაუდოდ, მსგავსი […]

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი არგიშტი ქიარამიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. არგიშტი ქიარამიანის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მოაწერა. მისივე ბრძანებით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად მიქაელ ამბარცუმიანი დაინიშნა.

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე შეფერხებაა. ტექნიკური ხარვეზის გამო „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები მგზავრებს ვერ იღებს, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და მოძრაობა მალე აღდგება.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 348 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

მეტროსადგურ ვარკეთილში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მატარებლები ვერ მოძრაობდნენ და სხვა მეტროსადგურებიც შეფერხებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი იმდენად სერიოზული იყო, რომ ტექნიკურ ჯგუფს ადგილზე გასვლა და მუშაობა მოუწია. ამ დროისთვის მატარებლების მიმოსვლა სრულიად აღდგენილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, […]

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხურმა მხარემ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია ქალაქ ჯებრაილის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დიდი დანაკარგების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ინფორმაცია, რომელსაც სომხური მხარე ავრცელებს, უსაფუძვლო და მცდარია. ჯებრაილის მიმართულებით ჩვენი ჯარი წარმატებით ახორციელებს კონტრთავდასხმას და მოწინააღდეგეზე უპირატესობას ფლობს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთისა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი