კვიპროსის ხელისუფლება მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აუქმებს. ამის შესახებ კვიპროსის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კირიაკოს კუსიოსმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კვიპროსის მინისტრთა საბჭომ პროგრამის ბოროტად გამოყენების გამო მიიღო. როგორც კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა 1-ლი ნოემბრიდან გაუქმდება. აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების […]

ივანიშვილის განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ, უნდათ ასეთი ხელოვნური განცხადებებით შეინარჩუნონ ამომრჩეველი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „თქვენ ნახავთ, მათ ექნებათ ძალიან დაბალი რეიტინგი, იმიტომ რომ ხალხს ყელში ამოუვიდა გაჭირვება, მანიპულაციები, მოტყუება და ის დანაშუალებები რომელიც ჩაიდინეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 8 ოქტომბერს […]

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერთა მოლოდინია. „როგორც ჩანს, 63% რაღაც საკრალური ციფრია ბატონი ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ მახსოვს, მარგველაშვილის არჩევის დროსაც და სხვა არჩევნების დროსაც, მაინც და მაინც 63%-ს ამბობდა, აგვიხსნას იქნება რატომ არა 62 ან 64? […]

რეგიონიimedi /  09 ოქტომბერი 2020, 13:30 / სანდო წყარო შრომის ინსპექციამ ქუთაისში ობიექტები შეამოწმა. დაჯარიმდა 5 მოლი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა .მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების […]

გამოძიება უნდა დასრულდეს და ყველა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივ უკანონობაზე, უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. „ფაქტი ერთია, ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ისტორიულ მიწა-წყალზე. უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია, რომ დადგინდეს ჩვენი საზღვრები და ის, რაც ქართული ტერიტორიაა, საქართველოს დარჩეს. ამ […]

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდა და ანგარიშით 1:0 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები ფინალში გავიდნენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

თამარ გაბუნია განცხადებით, ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. „ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით […]

ავარია თბილისში – ე.წ. გლდანის ხიდებთან ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ძალები ავღანეთს აშშ-სთან ერთად დატოვებენ. „ავღანეთში შესვლა ერთად გადავწყვიტეთ. შესაბამისად, ავღანეთს ერთად დავტოვებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები სამშობლოში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან. „ჩვენი მამაცი ქალები და კაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, სახლში შობის […]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი