გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანას […]

ვაპირებ პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ამასთან ერთად, ვაშაძემ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის ჩამოყალიბება გამორიცხა. „გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რამე კოალიცია შეიქმნას. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროდასავლური კოალიცია იმ პროდასავლური ძალებისგან, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. ვაპირებ, ვიყო ამ პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის […]

ამ დრომდე აეროპორტში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთა ნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფროტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ […]

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1 პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1998 წელს დაბადებული გ.გ. დანაშაული 5-დან 8 […]

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს. ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ჩანს თუ როგორ იყენებენ თვითმფრინავში მყოფი მგზავრები ქოლგებს, რათა ფრენის მიმდინარეობისას თავი „წვიმისგან“ დაიცვან. ფრენა ხაბაროვსკიდან, სოჭის მიმართულებით ხორციელდებოდა. გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცნაური შემთხვევა ბოინგ 747-ზე კონდიცირების სისტემის გაუმართაობით იყო გამოწვეული. აღნიშნული ინციდენტის […]

რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ მიხეილ გაჩეჩილაძე დასახელდა. 29 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა 29 პროცენტი მიიღო და მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს ორი პროცენტით აჯობა. საჰაერო შეზღუდვების გამო გაჩეჩილაძეს „ენისეის“ პირველი ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია, თუმცა თამაში წარმატებულად განაახლა. მესამე ტურში „ენისეიმ“ „სტრელა“ 38:23 დაამარცხა და ქართველმა მორაგბემ […]

ავლაბარში, გუმბრის ქუჩაზე სახლი იწვის. globalnews-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მცხოვრებლები სახლებიდან გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს წაეკიდა და სახლზე გადავიდა. მეხანძრეებმა კერა ჩააქრეს და ორიდან ერთმა სახანძრომ ადგილი დატოვა.

იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. გამოცემის ცნობით, მუსიკოსი რომის ერთ-ერთ კლინიკაში წაქცევის გამო მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა. ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი მეტ ჯენინგი „ბასკონიას“ ტოვებს. 32 წლის ამერიკელ კალათბურთელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. ბასკურმა კლუბმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც უარი განაცხადა. სად გააგრძელებს კარიერას ჯენინგი, ჯერჯერობით უცნობია. მის სხვა გუნდში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მეტ ჯენინგი 2017 წელს […]

ტაილანდის მთავრობამ შეიმუშავა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Bangkok Post-ი წერს. ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის კავშირს „პარტნიორობას“ დაარქმევენ და არა „ქორწინებას“, თუმცა მათ ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორც ტრადიციულ ქორწინებაში მყოფ წყვილებს: ისინი შეძლებენ ბავშვები იშვილონ და ერთმანეთს ქონება ანდერძით დაუტოვონ. კანონპროექტი განსახილვევლად პარლამენტს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი