აშშ-ში ქალმა 100 წლის წინ გამოგზავნილი წერილი მიიღო

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ქალმა 100 წლის წინ გამოგზავნილი წერილი მიიღო. ამ შემთხვევის შესახებ CNN-ი იუწყება.

30 წლის ბრიტნი კიჩი CNN- თან აცხადებს, რომ გაკვირვებული დარჩა, როცა წერილი თავის კორესპოდენციებს შორის იპოვა, რადგან ახლა წერილებს უკვე თითქმის აღარავინ გზავნის. მან ყურადღება მიაქცია ფოსტის შტამპს, რომელის 1920 წლის 29 ოქტომბრითაა დათარიღებული.

წერილს ხელსაწერს ვინმე ფლოსი ბერჯესი. წერილი ბრიტნის მისამართზე 100 წლის წინაა გამოგზავნილი და მისი ადრესატი როი მაქუინია. „ძვირფასო ბიძაშვილებო, იმედი მაქვს, როცა ამ ბარათს მიიღებთ ჯანმრთელად იქნებით. აქ ძალიან ცივა. კარგად ვართ, მაგრამ დედას საშინლად სტკივა მუხლები. ახლახანს დავასრულე ისტორიის გაკვეთილის მომზადება და დასაძინებლად მივდივარ. მამა წვერს იპარსავს დედამ კი თქვენი მისამართი მიკარნახა. არ დაგავიწყდეთ მოგვწერეთ“, – ნათქვამია წერილში.

ბრიტნიმ, ეს წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას იმედი აქვს, რომ ბერჯესის ან მაქუინის ნათესავებს ან იმ ადამიანებს იპოვის, ვინც მათ ოჯახებს იცნობდა.

Next Post

ლაგოდეხში კორონავირუსი შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა

კვი სექ 13 , 2020
კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხში . COVID19 შ​ინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშის შემდეგ დაუდასტურდა. შუახნის კაცი აჭარის რეგიონში ცხოვრობს. მ. ა ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ის სასაზღვრო პოლიციის 5-ე სამმართველოს მე- 4 სექტორში არ მისულა. დაინფიცირებული კაცს ცოტახანში თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ეპიდემიოლოგების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი