აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

„რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე ბარეტის კანდიდატურას კენჭს 26 ოქტომბერს ვუყრით. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიღწევა იქნება ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, რომ სასამართლოებში ის კაცები და ქალები მოხვდნენ, რომლებსაც სჯერათ, რომ მოსამართლის დანიშნულება კანონების დაცვაა“, – განაცხადა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

აღსანიშნავია, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას კენჭს უყრის, რის შემდეგაც სენატის სრულ შემადგენლობას მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დამტკიცების რეკომენდაციით მიმართავს.

27 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა.

48 წლის ემი კონი ბარეტი აშშ-ის მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი რელიგიური და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევა და აბორტის მოწინააღმდეგეა. მან გარდაცვლილი რუტ ბეიდერ გინზბურგი უნდა ჩაანაცვლოს. დამტკიცების შემთხვევაში ბარეტი უზენაესი სასამართლოს ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე იქნება.

თავისი პრეზიდენტობის დროს ტრამპი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეს უკვე მესამედ წარადგენს. 2017 წელს მან ნილ გორსაჩის კანდიდატურა წარადგინა, შემდეგ წელს კი ბრეტ კავანოსი.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლეა. მათი იდეოლოგიური ბალანსი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების გამოტანისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

Next Post

ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოთხ ოქტ 21 , 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. „კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 40 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი