არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის მთავარი კონკურენტი თავისივე წარსულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი თავიანთი წარსულია, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც პარლამანტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა.

„საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

Next Post

ყირგიზეთის ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

სამ ოქტ 6 , 2020
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში პროსამთავრობო პარტიები „ბირიმდიკი“ (24.5%) და „მეყენიმ ყირგიზეთი“ (23.8%), ასევე ცენტრისტული პარტიები „ყირგიზეთი“ (8.7%) და „ბუთუნ ყირგიზეთი“ (7.1%) მოხვდნენ. სხვა პარტიებმა 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რის მიზეზადაც ხმების ფალსიფიცირება დაასახელეს. ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი