არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ

მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,”- განაცხადა თალაკვაძემ.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

Next Post

აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში უკვე 59 ადგილობრივი სამხედრო ემსხვერპლა

ორშ სექ 28 , 2020
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ დღეს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღისთვის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას 28 სამხედრო ემსხვერპლა. „მოწინააღმდეგესთან ბრძოლების დროს 28 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შეიარაღებული ძალების სახელით, გამოვთქვამთ სამძიმარსა და მხარდაჭრას”, – წერს არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო დეპარტამენტის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 28 სექტემბერს მტრის წინააღმდეგ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი