არჩილ თალაკვაძე: ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც ირაკლი ჩიქოვანია

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლოებას ის გეგმები გააცნეს, რის განხორციელებასაც მმართველი გუნდი აპირებს.

,,ყულიშკარის მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, საზოგადოებას აქვს იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ისევ გავაგრძელოთ ის თანმიმდევრული, მშვიდობიანი განვითარების გზა, რომელსაც საქართველო ადგას და, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას და შევძლოთ კიდევ უფრო მეტი შედეგები დავდოთ ჩვენი კუთხისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო კანდიდატია და მან კარგად იცის მუნიციპალიტეტის საჭიროებები.

,,ძნელად წარმომიდგენია, რომ თქვენნაირი საზოგადოება იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი. რატომ იქნება ის ყველაზე უკეთესი? იმიტომ რომ მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, განათლებული კაცია, პროგრესული ადამიანია, აქვს საპარლამენტო და პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, აქვს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან ახლო თანამშრომლობა, მეგობრობა და მათი სრული მხარდაჭერა. შესაბამისად ჩვენს ქალაქს, ჩვენს სოფლებს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც სწრაფად და სწორად შეუძლია საკითხების გადაწყვეტა. მერწმუნეთ, რომ ირაკლი ჩიქოვანზე ეფექტურად ამას ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

სოფელ ყულიშკარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, სოფელს უკვე მეორე წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა აქვს. ყულიშკარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, განახლდება საბავშვო ბაღიც.

Next Post

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15,5 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

შაბ ოქტ 10 , 2020
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი 15.5 კმ-იანი (კმ19,5-კმ35) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი