ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება

ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა – საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში – სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება. ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Next Post

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მონეტას აუქციონზე გაიტანენ

შაბ სექ 5 , 2020
1794 წელს აშშ-ში დაბეჭდილი ვერცხლის დოლარი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, მონეტა ნუმიზმატებისთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს. 2013 წელს ის აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც რეკორდი მოხსნა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მონეტა გახდა. „ეს საოცნებო მონეტაა – შეუფასებელი არტეფაქტი, ძალიან ამაყი ვარ, რომ მას ვფლობდი და ვწუხვარ […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი