ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ექიმებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ექიმებს შეხვდა.

კანდიდატის თქმით, ექიმები და სამედიცინო პერსონალი დღეს ერთგვარ ფრონტის ხაზზე დგანან რისთვისაც მადლობას უხდის მათ. შეხვედრაზე ასევე მუნიციპალიტეტში სფეროში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.

„დიდ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი მედიკოსები, რომლებიც ქვეყნის და მსოფლიოს საერთო გამოწვევის – კოვიდპანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, მადლობას ვუხდი მათ თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

2020 წელს დასრულდება წალენჯიხისა და ჯვრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული შენობების მშენებლობა, ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. მედანის, ნაკიფუს, ჩქვალერის, ჯგალისა და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები. თითოეული მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა.

გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება. მიღწეული წარმატებების ფონზე რჩება გამოწვევები და გადასაჭრელი პრობლემებიც. ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელსაც აქვს მათი გადაჭრის ამბიცია, სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენი ხელისუფლებისთვის სამედიცინო სექტორის მხარდაჭერა და განვითარება მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმამ, ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო საქართველოსთვის. ამჟამად ამ რეფორმის დახვეწის, სამედიცინო სექტორის განვითარებისა და სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლებაა მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Next Post

პოლიციამ თბილისში ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

სამ ოქტ 6 , 2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ბ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი