ალექსანდრე ლუკაშენკო: მე თუ წავალ, ჩემი მხარდამჭერების დაკვლას დაიწყებენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დატოვება არ შეუძლია. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ასე უბრალოდ ვერ წავალ. ბელარუსს 25 წლის განმავლობაში ვაშენებდი. ამ ყველაფერს ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ. გარდა ამისა, მე თუ წავალ, ჩემი მხარდამჭერების დაკვლას დაიწყებენ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა საკონსტიტუციო რეფორმის გატარების შემდეგ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„მზად ვართ საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელოთ, რის შემდეგაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამოვრიცხავ“, – დასძინა მან.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

Next Post

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება

სამ სექ 8 , 2020
დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ვაკო გვილია, რომელმაც წინა ტურის თამაში გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებენ თუ არა მაკედონიელების შემადგენლობაში რისტევსკი და ტრაიკოვსკი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებს შორის შეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი