აი, თურმე რატომ უჩვენებდნენ ძველი მეგრელები კბილებს მთვარეს

ახალი კვლევის მიხედვით, სამყაროში არსებული კალციუმის ნახევარი ამ ნივთიერებით მდიდარი ზეახალი ვარსკვლავებისგან წარმოიშვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძვლებში და კბილებში შემავალი კალციუმი, ძირითადად, აწ უკვე მკვდარ ვარსკვლავებს ეკუთვნოდა, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ აფეთქდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ეს აფეთქებები საოცრად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. შესაბამისად, მეცნიერები მასზე დაკვირვებას და ანალიზს ვერ ახერხებდნენ. ამიტომაა, რომ დღემდე დარწმუნებულები არ იყვნენ, თუ როგორ წარმოიშვა კალციუმი.

ვარსკვლავების აფეთქება, როგორც ცნობილია, სხვა მძიმე მეტალების შექმნასაც იწვევს — მაგალითად, ოქროს და პლატინას. თუმცა კალციუმი ნამდვილ საიდუმლოებას წარმოადგენდა. ეს მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც მთელი მსოფლიოდან 70 მეცნიერი გაერთიანდა და მოვლენის კვლევა გადაწყვიტა.

2019 წლის აპრილში ჯოელ შეფარდი კაშკაშა აფეთქებას აკვირდებოდა და წერტილი შენიშნა, რომელიც ღია სტაფილოსფერი იყო. მან ამის შესახებ ასტრონომებს გააგებინა და სულ მალე ყველას ყურადღება ამ ანომალიისკენ იყო მიპყრობილი. ეს, საბოლოოდ, კალციუმით მდიდარი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება აღმოჩნდა და მას SN 2019ehk უწოდეს.

მკვლევრების თქმით, აფეთქებისას ტემპერატურის მატება და წნევა იმ ქიმიურ რეაქციებს იწვევს, რომლებიც კალციუმს ქმნიან. როგორც წესი, თითო ვარსკვლავის წვისას კალციუმის ძალიან მცირე ოდენობა წარმოიქმნება. ხოლო როდესაც კალციუმით მდიდარ სუპერნოვასთან გვაქვს საქმე, წამებში კალციუმის ძალიან დიდი ოდენობა წარმოიქმნება და გამოთავისუფლდება.

“აფეთქების შემდგომ პროცესი ნელდება. ამ დროს ციურ სხეულს ენერგიის გაცემა სურს და კალციუმის გამოყოფა ამისთვის ეფექტიანი გზაა”, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა რაფაელა მარგუტიმ.

“სუპერნოვა აფეთქების დროს დამატებით იმდენ კალციუმს წარმოქმნის, რამდენიც ფოტონების გამოსაყოფად საჭირო გარემოს შესაქმნელადაა საკმარისი”, — განმარტავ ვინ გალანი.

მკვლევრების თქმით, SN 2019ehk-მა ყველაზე მეტი კალციუმი წარმოქმნა იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებზეც მათ აქამდე დაკვირვება განუხორციელებიათ.

მკვლევრების მიგნებების მიხედვით, ვარსკვლავები, რომლებიც ამ აფეთქებებზე არიან პასუხისმგებლები, ამ პერიოდში რაღაც ტიპის არასტაბილურობას განიციდან, რაც შემდეგ, ზუსტად აფეთქების წინ, ვარსკვლავის გარეთა ფენების გამოტყორცნას იწვევს.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ. ისინი განსაკუთრებით იმ რენტგენულ სხივებზე ფოკუსირებას გეგმავენ, რომლებიც კალციუმით მდიდარი ზეახალი ვარსკვლავიდან მოდის.

Next Post

რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა - დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

შაბ აგვ 8 , 2020
რუსეთის გადამდგარი პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ “ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს”. მისი თქმით, აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ, კრიმინალურ ქმედებებზე პასუხი იყო და მან “რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო” გადაწყვეტილება მიიღო, როცა სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანა. “დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი