„აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ახალი კამპანია დაიწყო

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო.

„აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს.

ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხეს გავუწევთ მაქსიმალურ პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ სექტორს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი. დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში.”-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მედია-ტური შიდა ქართლში გაიმართა. შიდა ტურიზის პოპულარიზაციის მიზნით მედია-ტურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება.

Next Post

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ორშ ივნ 29 , 2020
ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო სანქციების 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ცალკე სექტორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი