აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ.

ვიზიტორებისთვის პირველი შოუ გაიმართა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე გაიმართება. სრულადაა ამოქმედებული მუზეუმები, ზოოპარკი, აკვარიუმი, ეშმაკის ბორბალი, რომელთა რიცხვს სულ მალე ბათუმის საბაგიროც შეემატება. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც. რეგიონში იზრდება იმ სასტუმროების რაოდენობაც, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტები წარმატებით დაინერგა.

შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენებისას საშუალება აქვთ, მთიანი აჭარის ბუნებაც მოინახულონ და მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურონ. ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშრუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიან აჭაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანგძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული.

ამ ეტაპზე, ჯამში რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული. მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 90 90 93, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე შეუძლიათ.

Next Post

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2020 წლის ბოლოსთვის გლობალურ დონეზე უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს

სამ ივნ 30 , 2020
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2020 წლის ბოლოსთვის გლობალურ დონეზე უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიცხვი 400 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. ანგარიშის თანახმად, სპეციალისტებმა 2020 წლის მეორე ნახევრისთვის სიტუაციის განვითარების სამი სცენარი შეიმუშავეს. ნეგატიური სცენარის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა ბაზრების ახალ დახურვას გამოიწვევს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი