29 სექტემბერს ემანუელ მაკრონი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება

29 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი სვეტლანა ტიხანოვსკიას ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

27 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერი უნდა გადადგეს მას შემდეგ, რაც მისი პრეზიდენტობა ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ აღიარა.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

Next Post

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს და დაიცვან სიტყვის თავისუფლება

ორშ სექ 28 , 2020
საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. „საზოგადოებრივი მედიის მთავარ ფუნქციას მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება, კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საზოგადოების ინტერესის დაცვას წარმოადგენს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები ევროპული საზოგადოებრივი მედიის თითქმის საუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი