საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდა და ანგარიშით 1:0 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები ფინალში გავიდნენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

თამარ გაბუნია განცხადებით, ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. „ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით […]

ავარია თბილისში – ე.წ. გლდანის ხიდებთან ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ძალები ავღანეთს აშშ-სთან ერთად დატოვებენ. „ავღანეთში შესვლა ერთად გადავწყვიტეთ. შესაბამისად, ავღანეთს ერთად დავტოვებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები სამშობლოში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან. „ჩვენი მამაცი ქალები და კაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, სახლში შობის […]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი […]

“ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში წერია. „შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მან დეტალურად გააცნო ჯილიან სტირკს […]

ბაქოს ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და მოეწყობა კორდი. სტადიონზე კი, დაიგება ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარი და საფეხბურთო კარი, ხოლო ირგვლივ მოეწყობა გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები […]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიდ გულიევი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია […]

ყვარელში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კუჭატანთან მოხდა. მოტოციკლს ახალგაზრდა ბიჭი მართდავდა, რომელიც სატვირთო მანქანას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი