საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 348 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

მეტროსადგურ ვარკეთილში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მატარებლები ვერ მოძრაობდნენ და სხვა მეტროსადგურებიც შეფერხებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი იმდენად სერიოზული იყო, რომ ტექნიკურ ჯგუფს ადგილზე გასვლა და მუშაობა მოუწია. ამ დროისთვის მატარებლების მიმოსვლა სრულიად აღდგენილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, […]

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხურმა მხარემ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია ქალაქ ჯებრაილის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დიდი დანაკარგების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ინფორმაცია, რომელსაც სომხური მხარე ავრცელებს, უსაფუძვლო და მცდარია. ჯებრაილის მიმართულებით ჩვენი ჯარი წარმატებით ახორციელებს კონტრთავდასხმას და მოწინააღდეგეზე უპირატესობას ფლობს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთისა […]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ამის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და ტესტირებაც ჩატარებულია. მათ შორის, ტესტი გაუკეთდა უწყების ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესაც. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ არცერთ ადამიანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ნინო […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლების – ჩხაკაურას და ქვაბღის მოსახლეობას შეხვდა. „მოსახლეობასთან შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს მუნიციპალიტეტის, სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ, ადგილობრივებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ და ვიზრუნოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ამ სოფლებში მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგება, გარკვეულ მონაკვეთებზე დაიგო […]

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ბერლინში 22:00 საათიდან 06:00 საათამდე ბარები, რესტორნები და მაღაზიები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის სენატმა მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამონაკლისი აფთიაქებისა და მომსახურების სადგურებისთვის გაკეთდება. აღნიშნული შეზღუდვები სულ მცირე 31 ოქტომბრამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ ხუთზე მეტი, ხოლო დახურულ სივრცეში კი ათზე […]

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლას გამოეხმაურნენ. შესაბამისი განცხადება ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ყველა მონაწილემ ვერ შეძლო დასწრება“, – ნათქვამია განცხადებაში. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი