„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭითაწყარის, რიყისა და ნაწულუკუს მოსახლეობას შეხვდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში და ე. წ. მეფრინველოების დასახლებაში, სადაც უმეტესად დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო და გაუსაძლისს ხდიდა იქ ცხოვრებას. მოწესრიგდა გზებიც. მაჟორიტარი […]

მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში სომხეთი მზად არის დათმობებზე წავიდეს, თუ აზერბაიჯანი მზად იქნება იგივე ნაბიჯი გადადგას, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში. „კონფლიქტი ორმხრივი დათმობების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან ასეთი დათმობებისთვის, თუ ბაქო მზად იქნება თანაზომიერ დათმობებზე წამოვიდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. […]

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 4348 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სულ ქვეყანაში ვირუსი 234 584 ადამიანს დაუდგინდა, 4520 გარდაიცვალა, ხოლო 103 401 გამოჯანმრთელდა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. […]

ნობელის პრემია 2020 წელს ფიზიკაში მიიღებენ როჯერ პენროუზი, რეიჰარდ გენზელი და ანდრეა გეზი შავი ხვრელების კვლევისთვის მიიღებენ. ინფორმაცია პრემიის ვებგვერზეა მოცემული. მიმდინარე წელს ნობელი პრემიის მოცულობა ყველა კატეგორიაში 1 მილიონი შვედური კრონით ($111 ათასი) გაიზარდა და 10 მილიონი ($1,1 მილიონი) შეადგინა. ეს ნობელის ფონდის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გაკეთდა. ნობელის პრემიის […]

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით 67 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს, რომელიც სამკურნალოდ ქუთაისიდან გადმოიყვანეს, COVID-19 23 სექტემბერს დაუდასტურდა. მას ონკოლოგიურ დაავადებასთან ერთად შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი, ივანე ჯავახიშვილი ამბობს, ქალს ვირუსი სავარაუდოდ თავისივე ოჯახის წევრისგან გადაედო. ამჟამად ამ ცენტრში 80 კოვიდდადებითი […]

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 50 415 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.059 […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას გამოეხმაურა. საგარეო უწყების შეფასებით ეს წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. „მოგეხსენებათ, ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური […]

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში პროსამთავრობო პარტიები „ბირიმდიკი“ (24.5%) და „მეყენიმ ყირგიზეთი“ (23.8%), ასევე ცენტრისტული პარტიები „ყირგიზეთი“ (8.7%) და „ბუთუნ ყირგიზეთი“ (7.1%) მოხვდნენ. სხვა პარტიებმა 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რის მიზეზადაც ხმების ფალსიფიცირება დაასახელეს. ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. […]

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი თავიანთი წარსულია, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც პარლამანტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა. „საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ბ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი