საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება. ცნობების თანახმად, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური – 1 თვეს შეადგენს. […]

სეზონური გრიპის ვირუსების საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის სამინისტრო 250 ათას ერთეულ ვაქცინის შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკაგერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სეზონური გრიპებთან დაკავშირებით ვაქცინის ნაწილი უკვე შეძენილია და დამატები კიდევ მოხდება შეძენა. „ჩვენ ვზრუნავ იმაზე, რომ დამატბით კიდვ შევიძინოთ ვაქცინა.ვხდავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი […]

ოკუპირებული აფხაზეთი სირიაში ე.წ. „საელჩოს“ 6 ოქტომბერს გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „დელეგაცია“ ამჟამად სირიაში იმყოფება, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებია დაგეგმილი. ბაშარ ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის 29 მაისს აღიარა.

გარემოს ეროვნული სააგენტო, პირველად საქართველოს საზღვაო სივრცეში, შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას იწყებს, – ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რეგიონში რესურსის რაციონალური მენეჯმენტისთვის, რომლის საფუძველზე დადგინდება ინფორმაცია შავი […]

თუ მსოფლიო შექმნილ ვითარებას მკაფიო შეფასებას არ მისცემს, ევროპა ვენასთან თურქეთს უნდა ელოდოს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში. „ის, რომ ერდოღანი აზერბაიჯანს მხარს უჭერს, თურქეთისა და ერდოღანის იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგია. სავარაუდოდ, მათი ამოცანაა, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობდეს. სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთი გაფართოების გზაზე […]

პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია ​შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულშინასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.მ. თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 […]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით გაესაუბრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „ღამის კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, ვის დაურეკავს პირველად, ნიკოლ ფაშინიანს თუ ილჰამ ალიევს, ალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირაში იგეგმება, თუმცა, ვინ იქნება პირველი, ამას არსებითი მნიშვნელობა […]

ჯერ ერთი რომელ სამშობლოში ბრუნდება? ეს არის მისი სამშობლო? თვითონ უკრაინასაც ეძახის სამშობლოს, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას იმის შესახებ დაუბრუნებს თუ არა მიხეილს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, მოქალაქეობის აღსადგენად სააკაშვილი პროტოკოლს უნდა მიჰყვეს. „ჰიპოთეტურ კითხვებს არ ვპასუხობ. არ აქვს შემოტანილი (განაცხადი) და […]

შოთა არველაძემ კორონავირუსი დაამარცხა, – ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. იგი თავის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვისა და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს არველაძე. ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდგინდა. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი