ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 პაციენტი გარდაიცვალა, 2 ბათუმში, 3 კი – ქუთაისში. აქედან ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ კი ოჩამჩირიდანაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საბჭოზე გადაწყდა, რომ კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით სამუშაოები გააქტიურდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთს შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის […]

ევროკავშირის ლიდერებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტზე იმსჯელეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. შარლ მიშელი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ. „შეხვედრაზე მოვლენების განვითარების შესახებ ბოლო ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა. სიტუაციის ანალიზი წარმოადგინეს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა და განსაკუთრებით საფრანგეთის […]

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 295. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი