სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება. „სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სამხედრო კომისარიატების წერილობითი ნებართვის საფუძველზე შეძლებენ“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში. 27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის […]

კოტე აფხაზის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარე კაფე „ბლუმში” ხანძარი გაჩნდა – ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. „არცახის თავდაცვითი ძალები წარმატებულად უწევენ წინააღმდეგობას თავდასხმებს და მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების […]

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მოწვევა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს და სავარაუდოდ, დღეს გაიმართება დახურულ ფორმატში. საერთო ჯამში, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში უკვე 59 სამხედრო ემსხვერპლა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე […]

„ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური […]

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის იდეა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, ანუ, მე. გვრიტიშვილის ეს არგუმენტი იყო სხდომაზე გაჟღერებული, – ამის შესახებ ჯანეზაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, […]

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 044 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 439 013 შემთხვევა გამოვლინდა, 42 001 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ […]

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. „საზოგადოებრივი მედიის მთავარ ფუნქციას მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება, კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საზოგადოების ინტერესის დაცვას წარმოადგენს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები ევროპული საზოგადოებრივი მედიის თითქმის საუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის […]

29 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი სვეტლანა ტიხანოვსკიას ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა […]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადასახადების სახით მილიონობით დოლარი აქვს გადახდილი. 27 სექტემბერს The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 10 წლის განმავლობაში ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა. „გადასახადების სახით მილიონობით დოლარი გადავიხადე, თუმცა ისევე, როგორც აშშ-ის ყველა მოქალაქეს ამორტიზაციასა და საგადასახდო ჩათვლაზე უფლება მქონდა“, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი