აშშ-ში ტეხასის სანაპიროს შტორმი „ბეტა“ დაატყდა თავს. ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური ცენტრი ავრცელებს. შტორმი „ბეტა“ მექსიკის ყურეში შაბათს ჩამოყალიბდა. შტორმი ამ დროისთვის მატაგორდას მხარესთან 35 კილომეტრშია და ჩრდილო-აღმოსავლეთით საათში ექვსი კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 75 კილომეტრია. ტეხასის ცენტრალურ სანაპიროზე შტორმმა ძლიერი წვიმები გამოიწვია. ცნობისთვის შტორმს სახელს მაშინ არქმევენ, […]

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალია. „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით მას მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. როგორც ირკვევა, ქალი ბათუმუიდან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტია გარდაცვლილი.

ქუთაისში დაჭრილი 20 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭი რესტორან “პალადიუმის” მიმდებარედ დაჭრეს, ინცინდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება რესტორანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ერთ სუფრასთან ისხდნენ. ჩხუბში დაახლოებით ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. ექიმის თქმით, პაციენტს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, დანით აქვს […]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში […]

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება. კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგში“ 1997 წელს, 12 წლის ასაკში ჩაირიცხა, მთავარი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი კი 2002 წლის 14 აგვისტოს „ინტერის“ წინააღმდეგ გამართა. Academia Cristiano Ronaldo-ს გახსნის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს მომავალში შედგება.

პარლამენტი დღეს, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, რამდენიმე კანონში ცვლილებების წარდგენის უფლების მიზნით შექმნილ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად ეხება სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ასევე ცვლილებებს დასაქმებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია […]

ჰოლივუდის მსახიობისა და რეჟისორის სილვესტერ სტალონეს დედა ჟაკლინ სტალონე გარდაიცვალა. ის 98 წლის იყო. ამის შესახებ TMZ-ი წერს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჟაკლინ სტალონე ცნობილი ასტროლოგი და ასევე მოცეკვავე იყო. ჟაკლინ სტალონე 1921 წელს ვაშინგტონში დაიბადა. მამის მხრიდან მისი წინაპრები ოდესიდან აშშ-ში 1888 წელს გადავიდნენ.

ათონის მთაზე სულ მცირე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდასტურდა, რის გამოც იქ კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი, რის გამოც ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი