ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს. „დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა […]

დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. „აქ საუბარია მისი სხეულის მიმართ რაიმე დაზიანებების განხორციელებაზე ან ინექციაზე, რომელიც, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ, ვერსიის სახით განიხილებოდა. როგორც დღეს გაჟღერებული, ასევე, სხვა საექსპერტო დასკვნით, დგინდება, რომ […]

სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს, – ამას მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციიური პარტიების შესახებ წერს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, ოპონენტების საარჩევნო სლოგანები და მესიჯბოქსები ჩრდილოეთის გავლენებით არის ინსპირირებული. „კომპასზე ბოკერიას პარტიის გარდა ნაცებიც ალაპარაკდნენ…მაინც რას შვება ქვეცნობიერი – როგორც არ უნდა […]

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ. პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგს გაივლიან […]

საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისი ტელეფონიდან და იუთუბ-არხიდან მოპოვებული ვიდეომასალა საკამაოდ მძიმე საყურებელი და […]

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან დავით ფარცვანიასთან ერთად მოინახულა. […]

„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ […]

დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული, ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის […]

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები 6 ნომინაციაში დაასახელა. წლევანდელი ფინალისტები არიან: წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი 1. ნათია ზარანდია ჯეფ ვანდერმირის წიგნისთვის „ანიჰილაცია“, გამომცემლობა„პალიტრა L“.2. ნინი ფალავანდიშვილი წიგნისთვის „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“,„სულაკაურის […]

მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით – გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას. ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს. რაც შეეხება პანდემიის ფონზე […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი