პრემიერ-მინისტრი დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ თანამშრომლებზე. ამის შესახებ გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრდება, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მთავრობის მიერაა დაწესებული, […]

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას ოქროს შუალედი უნდა დაეჭირა და ისე ებრძოლა პანდემიის წინააღმდეგ.როგორც გოცირიძე “ნიუპოსტთან” ამბობს, მათ ისეთი წესები და რეგულაციები უნდა შეემუშავებინათ, რომელიც პანდემიის გავრცელების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული, მაგრამ ბიზნესსაც არ აზარალებდა.„მთავრობის მუშაობა მაშინ იქნებოდა ეფექტიანი შეზღუდვები ისე დაეწესებინა, ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანი მიეყენებინა. […]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი აშშ-დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს. „მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ […]

არჩევნების გადადების საფრთხე დღეს ნამდვილად არ არის და იმედი მაქვს, არც დადგება დღის წესრიგში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ამაზე ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, „რომლებსაც არ აინტერესებთ და არც აინტერესებდათ არჩევნები რომ ჩატარებულიყო“. „არჩევნების გადადების საფრთხე დღეს ნამდვილად არ არის და იმედი […]

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფლებში – ორბელი და ლაჯანა აქტიური მონიტორინგის მიზნით ბლოკპოსტები მოეწყობა, რათა ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდეს. ადგილზე განთავსდება დროებითი სამედიცინო პუნქტი. ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაშია 60 მოქალაქე. კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება გრძელდება. […]

,,ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტში ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიისა და ხობის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურდღება, რაც ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. […]

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი […]

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება. სხდომაზე ბრალდებულთა ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ იმ ვიდეომასალის რელევანტურობაზე, რომელიც საპატიმროებშია გადაღებული. წინასასამართლო პროცესზე ასევე წარმოდგენილი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც, როგორც ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას გამორიცხავს. 19 ივნისს, დაახლოებით […]

ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თეა გურჩიანის განცხადებით, 5 ინფიცირებული სოფელ ორბელს, 2 კი სოფელ ლაჯანას ეკუთვნის. PCR კვლევისთვის 121 ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით გახდა ცნობილი. 21 ნიმუშის პასუხს კი კვლავ ელოდებიან. ამ დროისთვის რეგიონში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. […]

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის არჩევნების შემდეგ, ითანამშრომლოს განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან. სააკაშვილის თქმით 7 წელი საკმარისი იყო გადაფასებისთვის. “ვფიქრობ, ყველასთან ვითანამშრომლებ ვისაც არ აქვს ერთპიროვნულ ძალაუფლებაზე პრეტენზია. პატარა ქვეყანა ვართ, ცოტა ხალხი ვართ და საჭიროა ამ ცოტა ხალხმა შეძლოს საერთო ენის გამონახვა ერთმანეთთან. მე პირადად, […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი