ხვალ, 9 სექტემბერს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდი, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ქართული მხრიდან დიალოგს გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ბრიტანული მხრიდან – ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უენდი მორტონი. დიალოგის ფარგლებში, გაიმართება მინისტრის ვირტუალური შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან, დიალოგის პლენარული სესიის გახსნა და ერთობლივი […]

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ხახალეიშვილის განმარტებით, მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტად ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირება დაასახელა. „ჩემი მთავარი სურვილია, დავეხმარო ყველა იმ ადამიანს, კომპანიას, რომელიც რაღაც ღირებულს ქმნის. ხელი შევუწყო მათ განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების და ინვესტორების მოზიდვას, რომ ჩვენი ქალაქი განათლებასთან და კულტურასთან […]

სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შტატიანი თანამშრომელი არ იყო და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა, COVID-19 კი უკვე თბილისში დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ „პარაგრაფის“ Facebook-ზე გამოქვეყნდა. „მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან. აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია […]

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, დღეს ოჯახი საქმის მასალებს არ გაცნობია. მან საგამოძიებო უწყებას გააცნო ოჯახის მოთხოვნები. თეონა თამაზაშვილი 23 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში ამჯერად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ექსპერტების ჩართვას ითხოვს და აცხადებს, რომ თუკი ამ საქმის […]

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, მარუხის ქუჩაზე გამოვლენილ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს. 2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა […]

დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ვაკო გვილია, რომელმაც წინა ტურის თამაში გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებენ თუ არა მაკედონიელების შემადგენლობაში რისტევსკი და ტრაიკოვსკი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებს შორის შეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დატოვება არ შეუძლია. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ასე უბრალოდ ვერ წავალ. ბელარუსს 25 წლის განმავლობაში ვაშენებდი. ამ ყველაფერს ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ. გარდა ამისა, მე თუ წავალ, ჩემი მხარდამჭერების დაკვლას დაიწყებენ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ბელარუსის […]

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამოიძიოს ან დამოუკიდებელ გამოძიებასთან ითანამშრომლოს. „ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ რუსეთის მოქმედი ან ყოფილი მოქალაქეების მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობის სხვა ფორმების რაოდენობა უკიდურესად შემაშფოთებელია“, – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების […]

კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს. ეს რეკომენდაციები გახლავთ: ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, ასევე თუ ვიკრიბებით გარკვეული რაოდენობით ადამიანები და დისტანციას ვერ ვიცავთ, გარეთაც პირბადის ხმარება. აუცილებელია დისტანციის დაცვა, ერთი მეტრი, მეტრ-ნახევარი და თუ არის საშუალება, კიდევ უკეთესი – […]

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ აღმოაჩნდათ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა.პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა. “ბრალდებულებს, როდესაც […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი