საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან (43) 3 სეტში დამარცხდა – 1:6, 4:6, 4:6.ნიკოლოზის მატჩი, ალბათ, ბოლო თვეების ანარეკლი იყო, იმისა, რაც მის გარშემო ხდებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 7-დან ვერცერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო (მეტოქემ 8-დან 4 გამოიყენა), 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ […]

BBC-ის ცნობით, საქართველოს რაგბის ნაკრებმა შესაძლოა 2020 წლის შემოდგომაზე ე.წ. “სუპერ 8 ერის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა, რადგან იაპონია, რომელიც “ექვსი ერის” გუნდებმა ტურნირში ფიჯისთან ერთად დაპატჟეს, მასში მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებს. მიზეზი COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებია.შეგახსენებთ, რომ “ექვსი ერის” გუნდებმა გადაწყვიტეს, რომ ტრადიციული ტესტ-მატჩების ნაცვლად, ექსპერიმენტის სახით, შემოდგომაზე ზემოთ აღნიშნული […]

ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველად გაიმარჯვა. ლუის ენრიკეს მომზადებულმა ფეხბურთელებმა მადრიდში უკრაინის ნაკრები 4:0 დაამარცხეს. ორი ბურთი გაიტანა სერხიო რამოსმა, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში დუბლი მესამედ შეასრულა. რამოსი 23 გოლით ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. თითო ბურთი ფერან […]

კომპანია Samsung-მა ახალი დრეკადი ტელეფონი Galaxy Z Fold2 წარადგინა. ტელეფონს აქვს განსხვავებული ეკრანი, რომლის მოცულობაც 7,6 დიუმია. Galaxy Z Fold2 -ს აქვს 5 კამერა. ორი კამერის სიმძლავრე 10 მეგაპიქსელია. დანარჩენი კამერების სიმძლავრე კი 12 მეგაპიქსელია. ტელეფონის აქვს პროცესორი Snapdragon 865+, ოპერატიული მახსოვრობა 12 გიგაბაიტს შეადგენს.

მაღაროელმა ლესოტოში 442-კარატიანი ბრილიანტი იპოვა, რომლის ღირებულებაც შესაძლოა, 18 მილიონი დოლარი იყოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. BMO Capital-ის ანალიტიკოსის, ედვარდ სტერკის თქმით, კონკრეტული ფასის დასახელება ჯერ რთულია, ვიდრე ამას სპეციალისტები არ შეაფასებენ, თუმცა აღმოჩენილი ნივთი ანალიტიკოსს ასეთი ვარაუდის საფუძველს აძლევს. ლეტსინგის მაღარო ცნობილია ბრილიანტების ზომითა და ხარისხით, რომელსაც ის აწარმოებს. აქ ორი […]

თუთიყუშმა ჩიკომ, რომელიც ინგლისის ქალაქ ბოსტონში, ველური ბუნების პარკში ბინადრობს, Beyonce-ს ჰიტი If I Were A Boy შეასრულა. ვიდეო პარკის თანამშრომლებმა გადაიღეს და Instagram-ზე ატვირთეს. მათი განცხადებით, ჩიკოს რეპერტუარში ასევე ლედი გაგას Poker Face და კეტი პერის Firework-ი შედის. ჩიკო 9 წლისაა, თუმცა ველური ბუნების პარკში ის წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა. […]

ბრიტანეთს გერმანიიდან „მთვრალი“ კრაზანების საშიში სახეობა შეესია, რომლებიც ადამიანებს უმიზეზოდ კბენენ. ამის შესახებ Daily Star წერს . გამოცემის ცნობით, კრაზანების გავრცელების მიზეზი ცხელი, უნალექო ზაფხული გახდა. ამ ფონზე კრაზანა მწიფე ხილს ეტანება და საკვებიდან სითხეს იღებს. ამის გამო მწერები კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ და კრაზანების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გამოცემის […]

საფრანგეთში კაცმა, რომელიც ბუზის დაჭერას ცდილობდა, საკუთარი სახლის ნაწილი ააფეთქა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული მოხუცი ვახშმობას აპირებდა, როცა მწერის ზუზუნმა შეაწუხა. მან ბუზის მოკვლა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით სცადა, მაგრამ ბუზების საკლავი შემთხვევით გაზის ბალონს მოარტყა, რომელიც ჟონავდა. შედეგად, სახლში აფეთქება მოხდა. კაცმა სახლიდან დროულად გაღწევა მოახერხა და მხოლოდ […]

„შეუსრულებელი მისიის“ მორიგი ნაწილის გადაღებებზე ტომ კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახდა. ამის ამსახველი კადრები Twitter-ზე გავრცელდა. ამერიკელი მსახიობი ჯაშუშების შესახებ ფრანშიზის მეშვიდე ნაწილზე მუშაობს და ტრადიციულად სარისკო ილეთებს თავად ასრულებს. კადრებზე ჩანს, რომ კრუზი პარაშუტს დროულად ხსნის, მოტოციკლი კი ხევში ვარდება. გადაღებები ნორვეგიაში მიმდინარეობს. „შეუსრულებელი მისია 7“ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა. ფილმის რეჟისორი […]

„ადამიანი, რომელმაც ათჯერ გამოაცხადა, რომ ჩამოდის საქართველოში, ყოველგვარი გადაჭარბებისა და ირონიის გარეშე, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვითა და ხან ხმელეთით, კიდევ ერთხელ ცდის ბედს, იქნებ საზოგადოებამ დაივიწყოს მისი სადისტური მმართველობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისდროინდელი საქართველო გაიხსენა. […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი