აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებთ თეთრს სახლს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ აქვს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს საკითხი სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს დადასტურდა, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაქცია. დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს დიდი ტრაგედიაა. […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, […]

1794 წელს აშშ-ში დაბეჭდილი ვერცხლის დოლარი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, მონეტა ნუმიზმატებისთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს. 2013 წელს ის აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც რეკორდი მოხსნა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მონეტა გახდა. „ეს საოცნებო მონეტაა – შეუფასებელი არტეფაქტი, ძალიან ამაყი ვარ, რომ მას ვფლობდი და ვწუხვარ […]

ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე […]

6 სექტემბერს ზუგდიდში „თხილობა 2020“ გაიმართება, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მეთხილეებისთვის ეს ახალი ტრადიცია იქნება. „გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს; გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი […]

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. […]

კომპანია Warner Bros-მა ფილმ „ბეტმენის“ გადაღება მას შემდეგ შეაჩერა, რაც მთავარი როლის შემსრულებელს, ფილმ Twilight-ის ვარსკვლავს რობერტ პატისონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ DC-იმ „ბეტმენის“ ტრეილერი 22 აგვისტოს გაავრცელა. ფილმის რეჟისორი მეტ რივსია, რომელმაც „მაიმუნების პლანეტის“ ბოლო 2 ნაწილიც

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპიდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. თუ რა რეჟიმში განაგრძობს ტელევიზია მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერის კონტაქტია. გარდა […]

ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე, ლუგარის ცენტრზე. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება გამოძიებას, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ამ კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი […]

რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სია გააფართოვა. რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რუსეთმა სპეციალური ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინაში სამასზე მეტ ფიზიკურ პირსა და 68 იურიდიულ პირს. თავის დროს სასანქციო სიაში რუსეთის მთავრობამ უკრაინის შს მინისტრი, არსენ ავაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი