დუეინ “როკ” ჯონსონის თქმით, მას და მთელ მის ოჯახს COVID-19 ჰქონდათ. ყოფილმა ვრესლერმა, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, თქვა, რომ მას, მის ცოლსა და ორ გოგონას კორონავირუსი შეეყარათ მიუხედავად იმისა, რომ “მკაცრად” იცავდნენ უსაფრთხოების ზომებს. მსახიობის თქმით, ტესტირებაზე დადებითი შედეგის ამოსვლა “ძალიან დამთრგუნველი იყო”, თუმცა “ახლა ყველაფერი გამოვიარეთ და […]

გვიან ღამით, გლდანში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებლი ფართის ნაწილი დაიწვა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახლში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა. კორპუსიდან ხალხი მალევე გამოიყვანეს და ხანძრის ლოკალიზებაც მოხდა. რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გაეროს ანსამბლეაზე მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი წერს, მას 2008 წელს პირადად აქვს მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობა. ,,გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით […]

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერის კონტაქტია. გარდა ამისა, 1 კოვიდინფიცირებული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 […]

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა. 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები არიან, 2 შემოტანილი, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა […]

მზარდ შეშფოთებას გამოვხატავ ზოგიერთების მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ში წერს. „აშკარაა, რომ ეს განცხადება სისულელეა. თურქეთი საქართველოს და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. თუმცა, მე შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით, ეს განცახდება არის რუსეთის მხრიდან […]

COVID-19 ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. 21 წლის ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. „ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს,” – განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა. საქართველოში […]

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღეს რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება განმტკიცდა. გაეროს […]

გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში პოლიციამ ბინაში ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები დედამ მოკლა, რომელიც შემდეგ თავის მოკვლას შეეცადა. მოკლული ბავშვების ასაკი ერთიდან რვა წლამდეა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც 1-ელ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საელჩოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი