UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მომდევნო ორთაბრძოლას 11 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე ვენესუელელი ომარ მორალესი იქნება. 34 წლის ვენესუელელ მებრძოლს ჯერჯერობით არც ერთხელ წაუგია. კარიერაში მას 11 ბრძოლა აქვს გამართული და ნოკაუტით 2-ჯერ, მტკივნეული, ან მახრჩობელა ილეთით 5-ჯერ, ხოლო მსაჯების გადაწყვეტილებით 3-ჯერ იმარჯვა. მორალესი UFC-ის ოქტაგონზე 2-ჯერ გავიდა, ერთხელ კი […]

საქართველო ნატოს წევრი ახლა უნდა გახდეს, – ამის შესახებ Twitter-ზე ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი წერს. „საქართველო ნატოს წევრი ახლა უნდა გახდეს. შავი ზღვა ნატოსთვის რეგიონში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. კრემლი შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ თავის ბაზებს სირიასა და ლიბიაში ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებს“, […]

NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. მათი განმარტებით, გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს გადაწყვეტილება სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით […]

გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში პოლიციამ ბინაში ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები დედამ მოკლა, რომელიც შემდეგ თავის მოკვლას შეეცადა. მოკლული ბავშვების ასაკი ერთიდან რვა წლამდეა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატთან ერთად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაში სიკვდილის მიზეზად მედიკამენტებით გამოწვეული ინტოქსიკაცია სახელდება, რაც ამყარებს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შედეგად. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნაში იგივე ოთხი მედიკამენტია დასახელებული, რაც წინასწარი დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩნდა. ესენია […]

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ბილანიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში უკვე მეოთხედ დაიბარეს. პირველად იგი 8 ივლისს დაიბარეს, როდესაც ირწმუნებოდა, რომ დიღმის ტრასაზე, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ის არ ფიგურირებდა და არც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან ჰქონია შემხებლობა.

სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება. COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო. სამსახურმა უკვე შეამოწმა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული […]

დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამის 6-დან 12 თვემდე გაგრძელების შესახებ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და სასტუმრო ბიზნესის დახმარება. ეს იყო პირველი ნაბიჯი და სულ რაღაც 3 თვეში გამოჩნდა, […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებები ჩავარდა. ოპოზიციური ფრაქციის მიერ მომზადებული წინადადება გულისხმობდა საარჩევნო უბნებთან აგიტაციის აკრძალვას 50 – მეტრიან რადიუსში, ასევე არჩევნების ფარულობის განსაზღვრასა და დარღვევებზე სანქციების დაწესებას. რაც […]

ამ ეტაპზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი. „ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი