„წითელი ქმერების“ ერთ-ერთი ლიდერი კანგ კეკ იეუ 77 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, კანგმა, რომელიც ასევე „ამხანაგი დუჩის“ სახელით არის ცნობილი თავი შეუძლოდ იგრძნო და ორშაბათს ის ციხიდან ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. გაეროს ეგიდით საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლებული „ამხანაგი დუჩი“ სასჯელს კაცობრიობის წინააღმდეგ […]

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 474 აივინფიცირებული. მათ შორის 6 326 კაცია და 2 148 ქალი. მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა. 1 […]

მიხეილ სააკაშვილს ელოდება მართლმსაჯულება საქართველოში. მის წინააღმდეგ არის უკვე დასრულებული სისხლისსამართლებრივი საქმე. სასამართლომ მას შეუფარდა კონკრეტული სასჯელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არა მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს გირგვლიანის ეპიზოდში გამოკვეთილი სააკაშვილის დანაშაული. „ის არის დამნაშავე, ის არის […]

დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით – მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური […]

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 […]

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, – ამის შესახებსაქართვეოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. „საუბარია იმაზე, […]

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მცხოვრებმა კაცმა პლაჟზე სეირნობისას საეჭვო შეკვრა იპოვა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. შეკვრაში 35 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ნარკოტიკი 30 ნაწილად იყო დაფასოებული. ექსპერტების შეფასებით, პლაჟზე აღმოჩენილი კოკაინის ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს.

ბელგიის აღმოსავლეთით, ვერვიეს ერთ-ერთ შადრევანში ამ ქალაქის პირველი მერის გული აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ალკოჰოლით სავსე ქილაში მოთავსებული ორგანო ცინკის ყუთში ინახებოდა. ის შადრევნის რენოვაციის დროს იპოვეს. ახლა ყუთი სახვითი ხელოვნების მუზეუმშია. მერი პიერ დავიდი 1839 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი სახელობის შადრევანი 1883 წელს ამუშავდა. ყუთზე დატანილი […]

3 სექტემბრიდან ნატახტარი – მესტიის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები განახლდება, – ინფორმაციას მესტიის აეროპორტი ავრცელებს. აეროპორტის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება ზრდასრულთათვის 90 ლარი იქნება, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, 3 წლამდე ბავშვებისთვის კი ფრენა უფასო იქნება. აღსანიშნავია, რომ ხვალიდან, 2 სექტემბრიდან საკრანტინო შეზღუდვები სრულად მოიხსნება დაბა მესტიასა და სოფელ […]

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი