დღეიდან, 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. თარიღი პრეზიდენტმა დანიშნა და შესაბამის განკარგულებას ხელი 31 აგვისტოს მოაწერა.ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

„რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი დავიდ სილვა კორონავირუსით დაინფიცირადა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ესპანელი ფეხბურთელი იზოლაციაშია. მას ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს.

მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი ინიციატივით, დღეიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, პენსიის მიმღებთა ანგარიშებზე თანხა ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ დღეს და მომავალშიც ამ რიცხვში მიიღებენ პენსიას. ინიციატივის მთავარი მიზანია ის, რომ გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი, რათა მათ […]

დღეიდან საქართველოს კანონმდებლობით ძალაში შედის მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან – UN WOMEN-თან აქტიური თანამშრომლობით. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იქმნება დამატებითი მექანიზმები ქალთა მიმართ […]

ხვალიდან საკრანტინო შეზღუდვები სრულად მოიხსნება დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში. მანამდე სვანეთის ყველა ჩაკეტილი სოფელი 21 აგვისტოს გაიხსნა. მესტიასა და ლენჯერში კი ერთიანი გამშვები პუნქტი დარჩა, რომელსაც სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამასთან, 21 აგვისტოდან ლენჯერისა და მესტიის ერთიანი ჩაკეტილი სივრცე ჩამოყალიბდა, რომლის შიგნითაც გადაადგილებაზე შეზღუდვა არ დაწესებულა. ადგილზე მას შემდეგ ინფექციონისტები მუშაობენ […]

18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება, საბანკო დავალიანების მქონე პირებს კი ეს დახმარება არ ჩამოეჭრებათ. შესაბამისი შეთანხმება გასულ თვეში პრემიერ-მინისტრსა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან […]

„მე ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური საქართველოს პარლამენტში“, – ამ სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრა ფრანგული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა. „მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე,მინდა გჯეროდეთ თქვენი ქალაქის, მინდა გჯეროდეთ თქვენი წარმატების. მე, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში შევძელი ზუგდიდში მიღებული ცოდნით, ზუგდიდში […]

კანადაში Brokini-ს ბრენდის სახელით, კაცებისთვის ახალი დიზაინის საცურაო კოსტიუმი გამოუშვეს. ამის შესახებ Led Bible წერს. გამოცემის ცნობით, ჩად სასკომ და ტეილორ ფილდმა ტორონტოდან, კაცებისთვის ახალი ბიკინი შექმნეს. მათი თქმით ახალი სტილის საცურაო კოსტიუმი, რევოლუციური გადაწყვეტილებაა. ახალი დიზაინით შექმნილი საცურაო კოსტიუმი ბრენდის ვებგვერდზეა წარმოდგენილი და პროდუქტის ფასი $45-ია.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დათანხმდა. ამის შესახებ „ჰამასის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ყატარის წარმომადგენლის, ელჩი მუჰამედ ალ-იმადის მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ მიღწეულია შეთანხმება სამხედრო ესკალაციისა და ისრაელის მხრიდან აგრესიული ქმედებების შეწყვეტის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. 28 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში მიიტანა მას შემდეგ, რაც ღაზის […]

ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას სამართალდამცველების დამატებითი ძალები იცავენ. გამოცემა ekhokavkaza-ს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა. გამოცემის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. გამოცემა წერს, რომ მომიტინგეთა […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი