იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის იდეა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, ანუ, მე. გვრიტიშვილის ეს არგუმენტი იყო სხდომაზე გაჟღერებული, – ამის შესახებ ჯანეზაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, […]

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 044 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 439 013 შემთხვევა გამოვლინდა, 42 001 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ […]

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. „საზოგადოებრივი მედიის მთავარ ფუნქციას მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება, კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საზოგადოების ინტერესის დაცვას წარმოადგენს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები ევროპული საზოგადოებრივი მედიის თითქმის საუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის […]

29 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტი სვეტლანა ტიხანოვსკიას ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა […]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადასახადების სახით მილიონობით დოლარი აქვს გადახდილი. 27 სექტემბერს The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 10 წლის განმავლობაში ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა. „გადასახადების სახით მილიონობით დოლარი გადავიხადე, თუმცა ისევე, როგორც აშშ-ის ყველა მოქალაქეს ამორტიზაციასა და საგადასახდო ჩათვლაზე უფლება მქონდა“, […]

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 311 364 შემთხვევა დადასტურდა, 35 851 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 225 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, […]

არა მხოლოდ ბოლნისში, არამედ, ყველა მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ, რაც არის იმის გარანტი, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ 31 ოქტომბერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, გოგი მეშველიანის რიგებში კახა ოქრიაშვილისგან გადმოდიან ადამიანები და აცხადებენ, რომ აღარ ენდობიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, რადგან მან […]

თურქეთის პარლამენტის წამყვანი პარტიების ფრაქციებმა აზერბაიჯანზე სომხეთის თავდასხმა დაგმეს. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“, „ნაციონალისტური ქმედების პარტიისა“ და პარტია İYİ-ის დეპუტატებმა. „თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მტკიცედ გმობენ 28 სექტემბერს აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გახსნას. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ბოლო […]

„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად 9 აპრილის, ფარნავაზ მეფის, ჭავჭავაძის და გურიის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და ამ უბნებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა. კანდიდატის თქმით, ჭავაჭავაძის ქუჩაზე გადაიხურა მრავალსართულიანი კორპუსები, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე […]

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ბელარუსი ჩინოვნიკებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. „მე ეკონომიკური სანქციების დაწესების ინიციატივით არ გამოვდივარ. ვღელავ, რომ ამგვარმა სანქციებმა კერძო კომპანიები და უდანაშაულო ხალხი შეიძლება დააზარალოს. მხარს ვუჭერ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას კონკრეტული პირებისა და საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერენ ან აფინანსებენ“, – […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი