შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.პ. და […]

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს განკარგულებას გამოსცემს და არჩევნების თარიღს დანიშნავს. მმართველი პარტიის განცხადებით, ეს საკითხი, რომ არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი და ეს არის 31 ოქტომბერი. 31 აგვისტოს პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს და ის 31 ოქტომბერს გაიმართება, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, – ამის […]

ვაკის პარკის რეაბილიტაცია დღეიდან დაიწყება. სამუშაოები ზონებად დაიყოფა, შესაბამისად, დამსვენებელს პარკის ტერიორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მწვანე საფარი. მოწესრიგდება სანიაღვრე და სარწყავი სისტემები. ასევე, მიმდინარეობს შადრევნებისა და კასკადის განახლების პროექტირება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და გამოცხადდება ტენდერი. ვაკის პარკის სარეაბილიტაციოდ 19 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თბილისში, ლისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 […]

ასტეროიდი 2011 ES4, რომლის დიამეტრი 22-დან 49 მეტრამდეა, 1-ელ სექტემბერს დედამიწას ჩაუფრენს. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ვებგვერდზე გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, ის დედამიწას 121 000 კილომეტრის მოშორებით ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე ორჯერ ნაკლებია. როგორც Business Insider-ი წერს, შემდეგში ასეთ მანძილზე დედამიწას ასტეროიდი 2008 DB მოუახლოვდება და ეს 2032 […]

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ჩოგბურთელები დაასახელა. როგორც სტატიაშია ნათქვამი ტოპ 10-მა ჩოგბურთელმა ჯამში, მხოლოდ წინა წელს $340 მლნ გამოიმუშავა. ტოპ ჩოგბურთელთა სია ასე გამოიყურება: 1)როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – $106,3 მილიონი 2)ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – $44,6 მილიონი 3)რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – $40 მილიონი 4)ნაომი ოსაკა (იაპონია) – $37.4 მილიონი 5)სერენა უილიამსი […]

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს, ის ამჯერად სოფელ ცაცხვში გალაკტიონ ტუფურიას ოჯახში ადგილობრივებს შეხვდა. „ცაცხველებს გავაცანი ჩემი გეგმები და მიდგომები. მიხარია, რომ სოფელში ეროვნული მოძრაობის წევრის და ზუგდიდის პირველი პრეფექტის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი იქნება. პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის წყალმომარაგების […]

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ხვალ ბიუროზე დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსიებისა და სოციალური დახმარებების უკან დაბრუნების ვალდებულებებისაგან ბენეფიციართა გათავისუფლებას, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. „მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი, რამეთუ ზედმეტად გაცემული […]

თბილისში, კლინიკა „სითი მედიქალში“ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. კლინიკის დირექტორის, ნიკა მენთეშაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრების ბრალდებას ეხება, რომელიც ექიმების მხრიდან პაციენტზე ძალადობას უკავშირდება. კლინიკის დირექტორი ამ ფაქტს უარყოფს. ის აცხადებს, რომ კლინიკის ექიმების უდანაშაულობას რეანიმაციულ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებიც ადასტურებს. მისივე თქმით, ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ, გამოძიების […]

ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს ორი რაკეტა დაეცა, მსხვერპლი არ არის. ერაყის სამხედრო პირების თქმით, მიმდინარე კვირას ეს უკვე მესამე ასეთი ფაქტია. Reuters-ის ცნობით, შაბათს, რაკეტა ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში ჩავარდა, სადაც სამთავრობო შენობები და საერთაშორისო მისიებია განლაგებული. არც არ შემთხვევას მოჰყოლია მსხვერპლი. ვაშინგტონი ამგვარ თავდასხმებში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს ადანაშაულებს. ირანს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აგვისტო 2020
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი