აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის ხელმძღვანელობა ჯორჯ სოროსის შეკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა. „ცხადია, რომ სომხეთში მომხდარი რევოლუცია სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომხებს სძულდათ წინა ხელისუფლება. სომხეთის წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსი იყო. თუმცა, ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევით კი არ გამოუყო სოროსის ფონდმა 600 […]

გერმანიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 10.1%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. როგორც სტატისტიკის ფედერალური სამსახური იუწყება, აპრილიდან ივნისის ჩათვლით წინა წელთან შედარებით გერმანიის ეკონომიკა 11.7%-ით შემცირდა. „ეს ყველაზე მკვეთრი შემცირებაა მას შემდეგ, რაც 1970 წელს გერმანიის მშპ-ს კვარტალური გაანგარიშებები დაიწყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროექტის “ეთნოცენტრი – ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს-უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. “დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე […]

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების […]

ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებსა და კორუფციაზე. „მადლობას გიხდით თქვენი წინამძღოლობისა და ურყევი სახელმწიფოებრივი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და კორუფციის ფაქტების გამო. როგორც იცით, მას შემდეგ რაც საქართველომ […]

ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს პარტიის ლიდერს და ცხადია ის უკვე არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. სია იქნება სექტემბრამდე ან სექტემბრის დასაწყისში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „სია იქნება დაკომპლექტებული, როგორც გამოცდილი და ცნობადი „ქართული ოცნების“ მებრძოლებით, ასევე იქნებიან ახალი სახეები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართული ოცნების“ […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ 7 გაფრენა განახორციელა. 20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების […]

აშშ შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (Eucom) შტაბბინას გერმანიიდან ბელგიაში, ქალაქ მონსში გადაიტანს. ამ ის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (Eucom) შტაბბინა ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს. დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა. აქედან ერთ-ერთი ქართველი „კანონიერი ქურდის” ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. და ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი, […]

ზუგდიდის მერიის შენობაში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა, მხარდამჭერებთან ერთად მერთან შეხვედრას მოითხოვს. ის მერიისგან იმ საბუთების წარდგენას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მას ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. მიქავა ამბობს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და მერიამ აღნიშნული ტერიტორია უსამართლოდ დაიკანონა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ინფორმაციისთვის, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივლისი 2020
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

კატეგორიები

არქივი