„უეფამ“ ევრო 2020-ის ფლეი-ოფის მონაწილე ქვეყნები გააფრთხილა, რომ თამაშები, დიდი ალბათობით მაყურებლის გარეშე გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Edinburgh Live ავრცელებს. უეფას მთავარი ექიმი, ტიმ მაიერი რეკომენდაციას აძლევს ორგანიზაციას, რომ შემოდგომით გასამართავი ფლეი-ოფის მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართოს. „ევრო 2020-ის“ ბოლო 4 საგზურისთვის 16 ნაკრები იბრძვის. მათ შორის არის საქართველოს […]

საკმაოდ უცნაური „ნოუ ჰაუ“ გვაჩვენა ოპოზიციამ – ისინი ავიდნენ პოლიტიკური სიცრუის ახალ დონეზე, სადაც თურმე პოლიტიკურ პარტიას შესძლებია, რომ მოქალაქეებს ერთსა და იმავე დღეს უთხრას, რომ მხარს უჭერს ცვლილებებს და ასევე არ მისცეს ხმა ამ ცვლილებებს. აი ასეთი ფორმულით ოპერირებენ ეს პარტიები. სამწუხაროდ, ეს ორი პარტია დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში, – […]

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს – ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა […]

საკონსტიტუციო ცვლილებებთან და 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანადგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა რამდენიმე თვის მანძილზე ჩიხში შესული კომპლექსური მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით. საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და ახლადშექმნილი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ მადლობას […]

ამ თანხად ახალ ზელანდიაში პატარა ქალაქი მელონსფოლი რანჩი იყიდება. ამის შესახებ CNBC იტყობინება. 2006 წელს ველური დასავლეთის სტილში გაშენებული ქალაქის ტერიტორიაზე 10-მდე შენობა და თაფლის წარმოების ბიზნესი ფუნქციონირებს, რომელიც მყიდველს გადაეცემა. მელონსფოლში 22 ადამიანი ცხოვრობს. იქვე მდებარეობს პოლიციის შენობა, კინოთეატრი და სასამართლოს შენობა. ოკლენდიდან ამ ქალაქამდე 6 საათის გზაა. ქალაქში […]

ირანში, თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ტაჯრიშის სკვერის მიმდებარედ, აფეთქება მოხდა,- ამის შესახებ Express-ი წერს. რეპორტიორმა ტომ ო’კონორმა შემთხვევის ამსახველი ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა „არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ თეირანში, ტაჯრიშის მეტროსადგურში აფეთქება მოხდა“. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

მსოფლიოს 20 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში გელა აფრასიძე მოხვდა. გამოცდილი კომენტატორის, საიმონ ვარდის მიერ შედგენილ რეიტინგს World Rugby აქვეყნებს. ტურნირი 2008 წლიდან ტარდება და ამ დრომდე მასში სხვადასხვა ქვეყნის 707-მა მორაგბემ ითამაშა. მათ შორის საუკეთესო თხუთმეტეულში კი აფრასიძეც მოხვდა, რომელიც საქართველოს სახელით 20 წლამდე მსოფლიო თასის სამ […]

გიორგი გახარია არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის აღმოჩნდა იმდენად კარგი კრიზის-მენეჯერი, რომ მათ შორის მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რომლებზეც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ კითხვას, მისაღებია თუ არა მისთვის, […]

ოპოზიციის ეს რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, ის გასულია მომსახურების ზონიდან. ჩვენ მოგვიწოდებენ რაღაცებს გარედან, მაგრამ გარედან მოწოდება და კომიტეტზე არშესვლა ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს – მათ ეს მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდებათ, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ოპოზიციის ეს რადიკალურ-კრიმინალური ნაწილი […]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2020 წლის ბოლოსთვის გლობალურ დონეზე უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიცხვი 400 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. ანგარიშის თანახმად, სპეციალისტებმა 2020 წლის მეორე ნახევრისთვის სიტუაციის განვითარების სამი სცენარი შეიმუშავეს. ნეგატიური სცენარის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა ბაზრების ახალ დახურვას გამოიწვევს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ივნისი 2020
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

კატეგორიები

არქივი