საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების […]

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს. „ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას,“- […]

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება. ნოემბრის დასაწყისში მარადონას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა. ფიფას ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიეგო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორ სეტში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი, რომელიც გერმანიას წარმოადგენს, და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დომინიკ ტიმს შეხვდება. სერბმა 6-3 მოიგო პირველის სეტი, მეორეში კი ტაი ბრეიკზე 7-4 გაიმარჯვა. ნახევარფინალის საგზური ესპანელმა რაფაელ ნადალმაც მოიპოვა, რომელმაც გუშინ სამ სეტში 6-4 4-6 6-2 დაამარცხა სტეფანოს ციციპასი. ფინალის საგზურისათვის ესპანელი რუს დანილ მედვედევს შეხვდება.

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მანქანა დააზიანეს. ჩამსხვრეულია საქარე მინა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მირანდა მესხის ინფორმაციით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მის წინააღმდეგ. შემთხვევა დაახლოებით, დილის 7 საათზე მოხდა. მირანდა მესხის თქმით, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. „შვიდის წუთები იყო, რომ ჩამოვედი. შესაბამისად, უნდა წამოვსულიყავი […]

2021 წლის 20 იანვარს თეთრი სახლი ბაიდენების ოჯახის რეზიდენცია გახდება. აშშ-ის ახალმა პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა მეუღლის მთელი პოლიტიკური კარიერა მასთან ერთად გაიარა და ქმრის ყველა საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო. ამ ყველაფრის პარალელურად მას არც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე უთქვამს უარი. ბოლო საარჩევნო ციკლის დროს ჯო ბაიდენს ბევრი უსიამოვნო რამის […]

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%. […]

რუხის საავადმყოფოში, ბოლო მონაცემებით, 160-მდე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რადიო “ათინათს” საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა. მისივე ცნობით, პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათი სხვაგან გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ყველა მათგანი ასაკოვანია. ნინო აკობიას თქმით, ​კოვიდმიმღებ ცენტრს კვირის ბოლომდე დამატებითი საწოლები და რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო […]

ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან […]

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. „დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ ჩვენი რამდენიმე აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ვართ მათთან […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი