100 000-ზე მეტი ინფიცირებული ერთ დღეში-კოვიდ 19-ის შემაძრწუნებელი სტატისტიკა მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავი რუსის გავრცელების მასშტაბები ყოველდღიურად შემძრწუნებელ ნიშნულებს აღწევს. მძიმე ვითარებაა ევროპისა და ამერიკის კონტინეტზე, სადაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ავადდება კოვიდ 19-ით.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ამერიკაში ინფიცირების 60 789 შემთხვევა გამოვლინდადა დაავადებულთა საერთო რიცხვმა შეადგინა 8 635 955. მიუხედავად ინფექციის ზრდის დიდი მაჩვენებლებისა , გასულ თვეებთან შედარებით საგრძნობლად იკლო ყოველდღიური გარდაცვალების რიცხვმა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 340 ადამიანი დაიღუპა კოვიდ ინფექციისგან. აშშ-ში დაღუპულთა რიცხვი 225 229-ს შეადგენს.

კრიტიკული ვითარებაა აგრეთვე რუსეთშიც, სადაც უკანასკნელ 24 საათში 17 347 შემთხვევა დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების. საერთო მაჩვენებელმა შეადგინა 1 531 224 პაციენტი. შეგასენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები მორიგი ანტირეკორდია კოვიდ ვირუსის რუსეთში გავრცელების. უკანასკნელ დღე-ღამეში ქვეყანაში 219 ადამიანი გარდაიცვალა- საერთო გარდაცვლილთა რაოდენობა 26 269-ს შეადგენს.

მძიმეა მდგომარეობა ევროპის კონტინეტურ ნაწილშიც- ბელგიაში უკანასკნელ 24 საათში 15 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 10 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალზე დიდი რიცხვია. ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 321 000-ზე მეტს, ხოლო დაღუპულთა კი 10 810-ს.

Next Post

ნათია თურნავა: მინდა წალენჯიხას ეს ისტორიული დღე მივულოცო, რადგან ისტორიაში პირველად, აქ ბუნებრივი აირი შემოვიყვანეთ

სამ ოქტ 27 , 2020
მინდა მივულოცო წალენჯიხას ეს ისტორიული დღე, ისტორიულია, რადგან ისტორიაში პირველად, აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, წალენჯიხის რაიონში გაზიფიცირება არასდროს მომხდარა. „ჩვენ ეს შედეგი დაპირებისამებრ განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ სწორედ აქედან, წალენჯიხიდან მაქვს პატივი, რომ მოკლე ანგარიში მოვახსენო საქართველოს მოსახლოებას, თუ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი